ჩეჩნეთში ჰომოსექსუალებისთვის საკონცენტრაციო ბანაკი გაიხსნა

ჩეჩნეთში ჰომოსექსუალებისთვის საკონცენტრაციო ბანაკი გაიხსნა

ჩეჩნეთში პირველი საკონცენტრაციო ბანაკი გაიხსნა ჰომოსექსუალებისთვის. ამბობენ, რომ იქ გეი მამაკაცებს ელექტროშოკით აწამებენ და უმოწყალოდ სცემენ.

გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასამდე გეი დააკავეს, სამი კი მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა "ნოვაია გაზეტა" წერს. რუსეთის ლგბტ ქსელის წარმომადგენელი სვეტლანა ზახაროვა პრესასთან საუბარში აცხადებს: "გეი ადამიანები დააკავეს, ჩვენ ვმუშაობთ, რომ ისინი ბანაკებიდან და რეგიონიდან გამოვიყვანოთ. გამოქცეულები ამბობენ, რომ დაკავებულებს აწამებენ და ზოგს სასიკვდილოდ ცემენ".

არსებული ცნობებით, დაკავებულებს შორის არიან ცნობილი ადგილობრივი ტელეწამყვანები და რელიგიური პირები. ამბობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოკავშირე ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა დაუკვეთა პოლიციას ეს დაკავებები, თუმცა კადიროვის წარმომადგენლები ამ ფაქტს უარყოფენ.

პუტინის ფავორიტი ადრეც დაუდანაშაულებიათ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში, თუმცა ბრალდებებს ის მუდამ "სიცრუეს და დეზინფორმაციას" უწოდებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით