აშშ სპეცოპერაცია ავღანეთში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ - დაღუპულია ათეულობით ტერორისტი

აშშ სპეცოპერაცია ავღანეთში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ - დაღუპულია ათეულობით ტერორისტი

გუშინ, აშშ-მა პირველად გამოიყენა ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბი საომარ პირობებში, რომლის სამიზნეც ავღანეთში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკები" იყვნენ. საუბარია ბომბზე "GBU-43", რომლის ჩამოგდება თვითმფრინავ MC-130-დან განხორციელდა. მისი წონა 9,5 ტონას შეადგენს.

ამერიკაში აღნიშნულ ბომბს "ყველა ბომბის დედას" უწოდებენ. ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის დაულათ უაზირის განცხადებით, სამოქალაქო მოსახლეობის შორის დაშავებულები არ არიან.

"სამოქალაქო მოსახლეობა არ დაშავებულა. განადგურებულია ბაზა, რომელსაც "ისლამური სახელმწიფო" თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდა", - ნათქვამია ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა ავღანეთში გუშინ განხორციელებულ ოპერაციას "წარმატებული" უწოდა.

"ეს იყო კიდევ ერთი ძალიან წარმატებული მისია", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"