ჩრდილოეთ კორეა, აშშ-ის აგრესიის შემთხვევაში, პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციაზე

ჩრდილოეთ კორეა, აშშ-ის აგრესიის შემთხვევაში, პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციაზე

ჩრდილოეთ კორეა, აშშ-ის აგრესიის შემთხვევაში, პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს იაპონიაში და სამხრეთ კორეაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციაზე, - ნათქვამია კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ყველა ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო პროვოკაციული ხრიკები მტკიცედ აღიკვეთება ჩვენი არმიისა და ხალხის მძლავრი პასუხით“, - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც კორეის სახალხო არმიის გენშტაბის წარმომადგენელმა აღნიშნა, ჩრდილოეთ კორეის პასუხი იქნება პრევენციული დარტყმა ხმელეთზე, ზღვაში და ჰაერიდან.

ტელეარხი NBC აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურებში წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ მზად არის ჩრდილოეთ კორეაზე პრევენციული დარტყმა განახორციელოს თუ დარწმუნებული იქნება, რომ ოფიციალური ფხენიანი ბირთვული იარაღის რიგით მეექვსე ცდას ჩაატარებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"