გერმანულმა გაზეთმა თაგესსპიეგელ-მა ექსტრემისტული შინაარსის წერილი მიიღო

გერმანულმა გაზეთმა თაგესსპიეგელ-მა ექსტრემისტული შინაარსის წერილი მიიღო

გერმანიის ფედერალური პროკურატურა ექსტრემისტული შინაარსის წერილის ავთენტურობას სწავლობს, რომელიც გერმანულმა გაზეთმა "თაგესსპიეგელმა" მიიღო.

წერილის ავტორი ამტკიცებს, რომ 22 აპრილს "სისხლი დაიღვრება". როგორც გამოცემა იუწყება, 22 აპრილს კიოლნში დემონსტრაცია უნდა გაიმართოს, რომელიც პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" სხდომის წინააღმდეგ არის მიმართული.

თავის მხრივ, გერმანიის სპეცსამსახურები სერიოზულად განიხილავენ ამ მუქარას, ვინაიდან დორტმუნდში მომხდარი შემთხვევის შემსრულებელი ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი.

გუშინ გერმანელმა სამართალდამცველებმა მოსაზრება გამოთქვეს, რომ დორტმუნდში ინციდენტის ადგილას ნაპოვნი წერილი, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" სახელით იყო დაწერილი, ყალბია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"