კვლევის თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი ლიდერობენ

 კვლევის თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი ლიდერობენ

პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი და "ეროვნული ფრონტის" თავმჯდომარე მარინ ლე პენი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების რეიტინგში ლიდერობას განაგრძობენ. აღნიშნულს ცხადყოფს სოციოლოგიური კვლევის ორგანიზაცია BVA-Salesforce-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბოლო 10 დღის განმავლობაში რეიტინგში ემანუელ მაკრონის პოზიციები არ შეცვლილა, ხოლო მარინ ლე პენმა რეიტინგში ერთი პროცენტი დაკარგა. კერძოდ, კითხვაზე, პირველი ტური დღეს რომ ჩატარებულიყო, ემანუელ მაკრონი ამომრჩეველთა ხმების 23%-ს მიიღებდა, ხოლო მარინ ლე პენი 22%-ს.

რეიტინგში მესამე ადგილი "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატს ფრანსუა ფიიონს (20%) და "დაუმორჩულებელი საფრანგეთის" ლიდერს ჟან-ლუკ მელანშონს (20%) უკავიათ.

BVA-შალესფორცე-ის გამოკითხვაში ასევე მოცემულია ფრანგი ამომრჩევლების განწყობა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე. გამოკითხვის შესაბამისად, რესპონდენტთა 66%-მა განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და იცის თუ ვის მისცემს ხმას, ხოლო 28%-ს ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი. გამოკითხულთა 6%-მა კი განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს, ხოლო მეორე ტური კი 7 მაისს გაიმართება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"