ემოციური კადრები: სირიელმა ფოტოჟურნალისტმა კამერა გვერდით გადადო და ბავშვების დახმარება დაიწყო...

ემოციური კადრები: სირიელმა ფოტოჟურნალისტმა კამერა გვერდით გადადო და ბავშვების დახმარება დაიწყო...

სირიაში ევაკუაციის დროს განხორციელებული აფეთქების შედეგად 126-მდე ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის 68 ბავშვია.

შემთხვევა იმ ადგილზე მოხდა, სადაც ალეპოს ალყაშემორტყმული ტერიტორიიდან ევაკუირებული მოქალაქეები მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაჰყავდათ. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. შედეგად ავტობუსების ნაწილი მთლიანად დაიწვა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

შემთხვევის ადგილზე ფოტოჟურნალისტი და აქტივისტი აბდ ალკადერ ჰაბაკი ფოტოკამერით მუშაობდა, როდესაც ფოტოკამერა გვერდით გადადო და დაჭრილების დახმარება დაიწყო. ფოტომ, რომელზეც მუხლებზე დაცემული და ბავშვის გვამის გვერდით ატირებული ფოტოგრაფია ასახული, დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

"საშინელი სანახაობა იყო, განსაკუთრებით იმის ნახვა, როგორ იხოცებიან ბავშვები შენს თვალწინ. ამიტომ კოლეგებთან ერთად გადავწყვიტეთ, კამერები გვერდით გადაგვედო და დაშავებული ხალხის გადარჩენა დაგვეწყო", - ამბობს ფოტოგრაფი.

პირველი ბავშვი, რომლის დასახმარებლადაც ფოტოგრაფი მივიდა, უკვე გარდაცვლილი იყო. როდესაც მეორემდე მიაღწია, მიაძახეს, რომ ისიც გარდაცვლილი იყო და თავი დაენებებინა, თუმცა ბავშვი სუნთქავდა. აბდმა ის ხელში აიყვანა და უსაფრთხო ადგილისკენ გაიქცა. მისი კამერა კვლავ ჩართული იყო და არსებულ ქაოსს იღებდა.

ფოტო, რომელიც მეორე ფოტოგრაფმა მუჰამედ ალრაგებმა გადაიღო, ასახავს ჰაბაკს, რომელიც ბავშვით და კამერით ხელში სასწრაფო დახმარების მანქანისკენ გარბის. თავდასხმის შედეგად 68 ბავშვი გარდაიცვალა.

მომზადებულია edition.cnn.com-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"