მიანმარში წყლის ფესტივალის პერიოდში 1200 დანაშაული მოხდა, რის შედეგადაც 285 ადამიანი დაიღუპა და 1073 - დაშავდა

მიანმარში წყლის ფესტივალის პერიოდში 1200 დანაშაული მოხდა, რის შედეგადაც 285 ადამიანი დაიღუპა და 1073 - დაშავდა

მიანმარში წყლის ტრადიციული ფესტივალის ჩატარების პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, საერთო ჯამში, 1200 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, - იუწყება გამოცემა India Today.

აღნიშნული დანაშაულების შედეგად 285 ადამიანი დაიღუპა, 1073 - დაშავდა. ეს მეტია, ვიდრე შარშან ამ პერიოდში დაფიქსირებული დანაშაულები, როდესაც 967 დანაშაული დაფიქსირდა, რის შედეგადაც 272 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1086 დაშავდა.

ჩადენილ დანაშაულებს შორის ჭარბობს მკვლელობა, საგზაო შემთხვევები, ნარკოტიკების მოხმარება, დაყაჩაღება, ჯგუფური გაუპატიურება.

ტინიანის ტრადიციული წყლის ფესტივალი მიანმარში ოთხი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, 13-დან 16 აპრილის ჩათვლით. ეს ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"