ეგვიპტეში წმ. ეკატერინეს მონასტერზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ეგვიპტეში წმ. ეკატერინეს მონასტერზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ეგვიპტეში, სინას ნახევარკუნძულზე წმინდა ეკატერინეს მონასტერთან მდებარე პოლიციის საკონტროლო პუნქტზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო, - იუწყება BBC.

უცნობმა პირებმა წმინდა ეკატერინეს მონასტერთან მდებარე პოლიციის საკონტროლო პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს. შეიარაღებულ პირებსა და პოლიციელებს შორის სროლას ჰქონდა ადგილი.

ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შეიარაღებული ინციდენტის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ 9 აპრილს, ქალაქებში ტანტა და ალექსანდრიაში მდებარე ეკლესიებში განხორციელებული ტერაქტების შედეგად 46 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 100 დაშავდა. აღნიშნული ტერაქტების შედეგად ეგვიპტის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"