ლონდონში, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა

ლონდონში, სავარაუდოდ, აფეთქება მოხდა

ლონდონში ფინსბერი-პარკის რაიონში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, აფეთქებამ გამოიწვია.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე საცხოვრებელ სახლს მოედო. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი სამართალდამცავი, რომელიც უკვე ჰოსპიტალიზებულია.

სამართალდამცავს სხეულის მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, მეხანძრეები. ხანძრის ლოკალიზებას ვერტმფრენებითაც ცდილობენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"