საფრანგეთის შსს პარიზში მომხდარი თავდასხმის დეტალებზე პირველ ოფიციალურ კომენტარს აკეთებს

საფრანგეთის შსს პარიზში მომხდარი თავდასხმის დეტალებზე პირველ ოფიციალურ კომენტარს აკეთებს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიერ ანრი ბრანდემ დეტალური განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, თუ როგორ განვითარდა შანზ-ელიზეზე მომხდარი ინციდენტი.

მისი თქმით, ერთ-ერთი თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და ცეცხლი გაუხსნა პოლიციის ეკიპაჟის მანქანას. შედეგად, ერთი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. ამის შემდეგ პოლიციელებმა თავდამსხმელის განეიტრალიზება მოახერხეს.

როგორც შს სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, წინასწარი მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ თავდამსხმელების სამიზნე პოლიციელები იყვნენ.

პარიზში, შანზ-ელიზეზე ადგილი ჰქონდა სროლებს. ინციდენტის შედეგად, ერთი პოლიციელი მოკლულია, ორი დაჭრილი, ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ნეიტრალიზებულია.

აღნიშნულ ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"