საფრანგეთის შსს მეორე პოლიციელის გარდაცვალებას უარყოფს

საფრანგეთის შსს მეორე პოლიციელის გარდაცვალებას უარყოფს

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა პიერ-ანრი ბრანდემ ჟურნალისტებთან საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდამსხმელის სამიზნე პოლიციელები იყვნენ. მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია მეორე გარდაცვლილი პოლიციელის შესახებ.

"თავდამსხმელის იდენტიფიცირება ჯერ არ არის ზუსტი და ცხადი. არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ მას ჰყავდა ერთი ან რამდენიმე თანამზარხველი, რომლებიც ამ თავდასხმაში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობდნენ", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, პიერ-ანრი ბრანდეს თქმით, არანაირ მსგავს ინციდენტს პარიზში ამ საღამოს ადგილი აღარ ჰქონია.

პარიზში, შანზ-ელიზეზე ადგილი ჰქონდა სროლებს. ინციდენტის შედეგად, ერთი პოლიციელი მოკლულია, ორი დაჭრილი, თავდამსხმელი კი ნეიტრალიზებულია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"