ფრანსუა ოლანდის პირველი განცხადება პარიზში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით

ფრანსუა ოლანდის პირველი განცხადება პარიზში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის განცხადებით, კვალი, რომელმაც დღევანდელ ინციდენტს შესაძლოა ნათელი მოჰფინოს, ტერორისტული ხასიათისაა.

ამის შესახებ ოლანდმა სპეციალურ გამოსვლაში განაცხადა. მისივე თქმით, ხვალ დილით, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე თავდაცვის საბჭოს სხდომას გამართავს.

მან მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. "ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენი პოლიცია მიზანშია ამოყვანილი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა პოლიციელებმა, ჟანდარმებმა და სამხედროებმა თავიანთი ფუნქციები შეასრულონ. ჩვენი თანამოქალაქეები დაცულები არიან და დაცულები იქნებიან", - აღნიშნა ოლანდმა.

პრეზიდენტის თქმით, საარჩევნო პერიოდში უსაფრთხოების სამსახურები მაქსიმალურად მობილიზებულნი იქნებიან, რათა საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

პარიზში, შანზ-ელიზეზე ადგილი ჰქონდა სროლებს. ინციდენტის შედეგად, ერთი პოლიციელი მოკლულია, ორი დაჭრილი, თავდამსხმელი კი ლიკვიდირებულია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"