პარიზში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

პარიზში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ" პასუხისმგებლობა აიღო პარიზში მომხდარ ტერაქტზე, რომლის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა და ორი დაიჭრა. "ისლამურმა სახელმწიფომ" აღნიშნული განცხადება თავისი პროპაგანდისტური ორგანოს, "ამაყის" მეშვეობით გააკეთა.

"პარიზში შანზ-ელიზეზე თავდასხმის შემსრულებელი ბელგიელი აბუ იუსეფია, "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მებრძოლი", - ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.

აღნიშნულის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro იუწყება.

პარიზში, შანზ-ელიზეზე წუხელ ადგილი ჰქონდა სროლებს. ინციდენტის შედეგად, ერთი პოლიციელი მოკლულია, ორი დაჭრილი, ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ლიკვიდირებულია.

იხილეთ ვიდეო: ლიკვიდირებული თავდამსხმელი, მოკლული და დაჭრილი პოლიციელები: პარიზში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ISIS"-მ აიღო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"