მამაკაცი, რომელმაც პარიზში პოლიციელებს ესროლა, წარმოშობით ფრანგი იყო

მამაკაცი, რომელმაც პარიზში პოლიციელებს ესროლა, წარმოშობით ფრანგი იყო

სამართალდამცველების ინფორმაციით, პირი, რომელმაც პარიზში პოლიციელებს ესროლა, წარმოშობით ფრანგი იყო. დაჯგუფება ”ისლამურ სახელმწიფოში” კი მას "ბელგიელად” მოიხსენიებენ.

პარიზში, შანზ-ელიზეზე მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა ლიკვიდირებულია. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 სამართალდამცველი, 1 პოლიციელი კი დაშავდა.

მომხდარის გამო პარიზში გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები, პოლიცია დედაქალაქის მასშტაბით ინტენსიურად პატრულირებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"