ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა - გარდაცვლილია 140 ჯარისკაცი

ავღანეთში სამხედრო ბაზაზე თავდასხმა მოხდა - გარდაცვლილია 140 ჯარისკაცი

ავღანეთში ქალაქ მაზარი-შარიფთან თალიბი მებრძოლები სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს და 140 ჯარისკაცი მოკლეს. "ალჯაზირას" ცნობით, არიან დაშავებულებიც. გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლებს სამხედრო ფორმა ეცვათ. თავდასხმა პარასკევის ლოცვის შემდეგ ერთ-ერთ მეჩეთთან მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა.

ექვსმა თავდამსხმელმა სამხედრო ბაზაზე შეღწევა ორი სამხედრო მანქანით შეძლო. მათ დაცვის თანამშრომლები მოატყუეს, თითქოს მანქანებით დაჭრილი ჯარისკაცები სასწრაფოდ ბაზის ტერიტორიაზე უნდა შეეყვანათ. მომხდარზე "თალიბანის" პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობამ აიღო.

იხილეთ ვიდეო: რა ხდება ავღანეთში სამხედრო ბაზაზე, სადაც თავდასხმას 140 ჯარისკაცი ემსხვერპლა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"