საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 28,54%-ია

საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 28,54%-ია

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 28,54%-ს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შედარებისთვის, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 12.00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 28,29%-ს შეადგენდა.

საფრანგეთში დღეს რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის აირჩევენ.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"