RTBF - გამოკითხვის თანახმად, ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი ლიდერობენ

RTBF - გამოკითხვის თანახმად, ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი ლიდერობენ

ბელგიური ტელეარხის, RTBF-ის გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ადგილობრივი დროით 12:00 საათისთვის ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი ლიდერობენ.

ტელეარხის მიერ ამომრჩევლების გამოკითხვის საფუძველზე შემდეგი მონაცემები გამოიკვეთა: ემანუელ მაკრონი - 24%, მარინ ლე პენი - 22%, ფრანსუა ფიიონი - 20,5%, ჟან-ლიუკ მელანშონი - 18%.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ადგილობრივი დროით 20:00 საათამდე (თბილისის დროით 22:00 საათი) აკრძალულია რაიმე სახით არჩევნების შედეგების გამოქვეყნება.

საფრანგეთში დღეს რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (თბილისის დროით 10:00 საათიდან) საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის აირჩევენ.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურება, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"