საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნების მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება. ერთმანეთს საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ-მეორე ადგილზე გასული კანდიდატები - პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი და „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან, რომლებმაც წინასწარი შედეგებით, შესაბამისად, ხმების 23,7 % და 22 % მიიღეს.

საფრანგეთში რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართა. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის ირჩევდნენ.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"