საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები ცნობილია

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები ცნობილია

პირველადი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის ლიდერი ემანუელ მაკრონი იმარჯვებს. მას ამომრჩეველთა ხმების 23,7 % აქვს.

მეორე ადგილზე ამომრჩეველთა ხმების 22%-ით "ეროვნული ფრონტის" ლიდერი მარინ ლე პენია. "რესპუბლიკელების" კანდიდატი ფრანსუა ფიიონი ამომრჩეველთა ხმების 19,5%-ით მესამე ადგილზეა ჟან-ლიუკ მელანშონთან ერთად.

საფრანგეთში რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართა. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის ირჩევდნენ.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში - 20:00 საათზე.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"