პარიზში პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

პარიზში პოლიციასა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

პარიზში პოლიციასა და საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. რამდენიმე ასეული "ანტიფაშისტების მოძრაობის" აქტივისტი პარიზში, ბასტილიის მოედანზე გამოვიდა. დემონსტრანტები "ბარიკადების ღამის" ჩატარებას აპირებენ.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა, რომ ისინი იმ "მასკარადს" აპროტესტებენ, რასაც არჩევნები ქვია. მისი თქმით, ის არც ერთ კანდიდატს არ აღიარებს.

პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს, ვინაიდან მათ გზის ბლოკირება მოახდინეს. დემონსტრანტები პოლიციელებს ბოთლებს ესვრიან.

დღეს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი გადიან.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"