ფრანსუა ოლანდი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს ემანუელ მაკრონს დაუჭერს

 ფრანსუა ოლანდი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს ემანუელ მაკრონს დაუჭერს

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარს ემანუელ მაკრონს დაუჭერს, - ამის შესახებ ოლანდმა ელისეს სასახლიდან გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.

"რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ხმას ემანუელ მაკრონს მივცემ. ემანუელ მაკრონი ის ადამიანია, რომელიც დღეს იმ ღირებულებებს იცავს, რომლებიც ფრანგების გაერთიანებას უზრუნველყოფს. ჩემი ვალდებულებაა კიდევ ერთხელ განვსაზღვრო, თუ რა დევს ფსონზე. ულტრამემარჯვენეების ყოფნა სარისკოა ჩვენი ქვეყნისთვის. ამგვარი რისკის წინაშე შეუძლებელია ჩუმად იყო. ფსონზე ჩვენი ერის ერთიანობა დევს", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.

საფრანგეთში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, მარინ ლე პენმა კი 21,53%. ეს ორი კანდიდატი ერთმანეთს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაუპირისპირდება, რომელიც 7 მაისს გაიმართება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"