ვლადიმერ პუტინმა საკუთარი თავი "ზღვის ანგელოზს" შეადარა

ვლადიმერ პუტინმა საკუთარი თავი "ზღვის ანგელოზს" შეადარა

რუსეთის პრეზიდენტმა დღეს საკუთარი თავი ზღვის ანგელოზს შეადარა, რომელიც ზღვის ეშმაკით იკვებება. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება.

ეს განცხადება ვლადიმერ პუტინმა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების სხდომაზე გააკეთა, რომელზეც მას წარუდგინეს პროექტი "რუსეთის არქტიკულ წყლებში წყალქვეშა სამყაროს შესწავლა".

ქვეყნის ლიდერს წყალქვეშა ცხოვრებიდან კადრები უჩვენეს, კერძოდ, ზღვის ანგელოზი როგორ ჭამს ზღვის ეშმაკს.

"ზღვის ანგელოზია და ეშმაკს ჭამს ხომ?!", - იკითხა პუტინმა და როდესაც დადებითად უპასუხეს, დასძინა: "ის არის, რითაც მე ვარ დაკავებული. საჭირო იქნება თქვენს შედეგებს ახლოს გავეცნო. გვიწევს მუდმივი დაკვირვება, რომ არავინ შეგვჭამოს", - განაცხადა პუტინმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"