მითქმა-მოთქმა მაკრონების ოჯახის ირგვლივ და საფრანგეთის პირველი ლედების წარმოუდგენელი სკანდალები

მითქმა-მოთქმა მაკრონების ოჯახის ირგვლივ და საფრანგეთის პირველი ლედების წარმოუდგენელი სკანდალები

...თუ მისი ქმარი საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება, ბრიჯიტ მაკრონი ყველაზე უჩვეულო პირველი ლედი იქნება ქვეყნის ისტორიაში.

საფრანგეთის პირველი ქალბატონების ცხოვრება მრავალ სკანდალს ითვლის, მათ შორის ფულის გადაჭარბებული ხარჯვა, ღალატი და მკვლელობაც კი, მაგრამ ისე არავინ ყოფილა ყურადღების ცენტრში, როგორც ემანუელ მაკრონის მეუღლე. ბრიჯიტ მაკრონი ქმარზე 24 წლით უფროსია და მისი მასწავლებელი იყო, როდესაც მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატი 15 წლის გახლდათ...

"ემანუელ მაკრონი ცოლის გარეშე წარმატებულ საარჩევნო კამპანიას ვერ აწარმოებდა. ბრიჯიტის როლი უმთავრესია მისთვის" - ამბობს მარკ ფერაჩი, მაკრონის კამპანიის მრჩეველი. წინასწარი გამოკითხვებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მაკრონი დიდი ალბათობით გაიმარჯვებს. პირველი რაუნდის მოგების შემდეგ, 39 წლის კანდიდატმა 63 წლის ცოლს მადლობა გადაუხადა მუდმივი თანადგომისთვის და დასძინა: "მის გარეშე ვერ იქნებოდი ის, ვინც ვარ..."

იხილეთ ფოტოგალერეა: ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონების ფოტოები იქამდე, სანამ მათ მსოფლიო გაიცნობდა

საფრანგეთის ზოგიერთი ლიდერის მეუღლეებმა, წლების მანძილზე ადგილი დაიმკვიდრეს ისტორიაში და წიგნებშიც: ბრიტანული Independent-ის სტატიაში მარია ანტუანეტას, ჟოზეფინასა და პრემიერ-მინიტრ ჯოზეფ კაიოს მეუღლეს - ჰენრიეტას იხსენებენ სკანდალური პირველი ქალბატონების რიცხვში. ჰენრიეტამ 1914 წელს Le Figaro-ს რედაქტორი მოკლა, რადგან ის პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენდა მისი პრემიერ-მინისტრი მეუღლისთვის...

1980-90 წლებში პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს ორმაგი "ოჯახური ცხოვრება" ჰქონდა, როგორც მეუღლესთან, ისე მისი უკანონო შვილის დედასთან. მაშინ, როცა მიტერანის მეუღლე დანიელასაც რომანი ჰქონდა გაჩაღებული. ნიკოლა სარკოზის ცოლმა სესილიამ, მეუღლე გაპრეზიდენტებიდან ნახევარ წელიწადში მიატოვა საყვარლის გამო. 2014 წელს პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის პარტნიორმა ვალერი ტრიერვილერმა, პრეზიდენტთან თანაცხოვრების ინტიმურ დეტალებზე წიგნი გამოსცა მას შემდეგ, რაც ოლანდის კავშირი მსახიობ ჯული გეიეტთან საჯაროდ გახდა ცნობილი.

*** თუ მაკრონი პრეზიდენტი გახდება, მისი და მისი მეუღლის ირგვლივ ასაკობრივი სხვაობის გამო ატეხილი განხილვები კიდევ უფრო გაძლიერდება. სხვათა შორის, წყვილს შორის ზუსტად იგივე ასაკობრივი სხვაობაა, რაც დონალდ ტრამპსა და მელანია ტრამპს შორის - უბრალოდ, გენდერული როლების გაცვლით.

ფრანგული ლიტერატურის და ლათინურის ყოფილი მასწავლებელი ბრიჯიტი ბურჟუა ოჯახიდანაა. მისი მშობლები შოკოლადის ქარხანას ფლობდნენ. 1992 წელს ის 15 წლის მაკრონს იეზუიტურ კერძო სკოლაში შეხვდა. მაკრონი მომავალი მეუღლის მიერ ორგანიზებულ თეატრალურ წარმოდგენებში თამაშობდა. წლების შემდეგ მათ შორის რომანი გაჩაღდა, რამაც აიძულა ბრიჯიტი ქმარს გაშორებოდა, რომელთანაც სამი შვილი ყავდა.

ათ წელზე ხანგრძლივი ქორწინების შემდეგაც კი, ემანუელისა და ბრიჯიტის ურთიერთობა სკეპტიკურ განწყობებს წარმოშობს. წყვილი კონსერვატიული საფრანგეთის წესებს ამსხვრევს, თუმცა დამოუკიდებელი კანდიდატი და მისი მეუღლე მზად არიან მოსალოდნელი თავდასხმებისთვის...

იმის გამო, რომ ასაკით უფროსი ქალი ყავს ცოლად, მაკრონს ჰომოსექსუალიზმის დამალვაშიც არაერთხელ დადეს ბრალი. "მართალია კლასიკური ოჯახი არ გვაქვს, მაგრამ არავისზე ნაკლები სიყვარული არ სუფევს ჩვენს ოჯახში", - განაცხადა მაკრონმა ერთ-ერთი გამოსვლისას, რომელიც შანსს არ უშვებს ხელიდან საჯაროდ ისაუბროს მეუღლეზე, როგორც ქალზე, რომელმაც მის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა...

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით

იხილეთ ფოტოგალერეა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"