დონალდ ტრამპი - ნატო-ს მოძველებული ორგანიზაცია იმიტომ ვუწოდე, რომ მაშინ მასზე ბევრი რამ არ ვიცოდი, ახლა კი ვიცი

დონალდ ტრამპი - ნატო-ს მოძველებული ორგანიზაცია იმიტომ ვუწოდე, რომ მაშინ მასზე ბევრი რამ არ ვიცოდი, ახლა კი ვიცი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა იმის თაობაზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში CNN-სთვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ნატო-ს მოძველებული ორგანიზაცია უწოდა.

მისი თქმით, ეს იმის შედეგი იყო, რომ "იმ დროს ბევრი რამ არ იცოდა ნატო-ზე".

"ვულფ ბლიცერს მივეცი ინტერვიუ, სადაც ნატო-ს მოძველებული ორგანიზაცია ვუწოდე. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ნატო-ზე კითხვა დამისვეს. მე მაშინ მთავრობაში არ ვიყავი", - განაცხადა Associated Press-სთან საუბარში ტრამპმა.

"ნატო-ზე დამისვეს კითხვა. მე მხოლოდ ორი სიტყვით ვუპასუხე, რომ ნატო მოძველდა, ვინაიდან მაშინ ნატო-ზე ბევრი რამ არ ვიცოდი. ახლა კი ვიცი", - დასძინა მან.

აღსანიშნავია, რომ აპრილის დასაწყისში ერთ-ერთ ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ნატო აღარ არის მოძველებული ორგანიზაცია, ვინაიდან ნატო ახლა ტერორიზმს ებრძვის".

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"