ეკლესიაში "პოკემონების" დევნის გამო რუს ბლოგერს შესაძლოა 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ

ეკლესიაში "პოკემონების" დევნის გამო რუს ბლოგერს შესაძლოა 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ

რუსეთში, ეკატერინბურგის სასამართლოში ბრალდების მხარემ 28 აპრილს ბლოგერ რუსლან სოკოლოვსკისთვის სამწლიანი თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა იმის გამო, რომ ახალგაზრდა მონასტერში "პოკემონებს" იჭერდა.

პროკურორმა საქმის მსვლელობისას განაცხადა, რომ პირობითი სასჯელი დაუსჯელობის შეგრძნებას გააჩენს. სოკოლოვსკის დაჯარიმება ვერ ხერხდება, რადგან მას სამსახური არ აქვს, ინტერნეტში გამომუშავებული ფული კი ოფიციალურ შემოსავლად არ ითვლება. ბლოგერს ადანაშაულებენ "სიძულვილის და დაპირისპირების გაღვივებაში, მორწმუნეთა გრძობების შეურაცხყოფის შვიდ ეპიზოდში და უკანონოდ ფარული ჩანაწერის განხორციელებაში".

სასამართლო განხილვა სოკოლოვსკის საქმეზე მას შემდეგ დაიწყო, რაც მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია თუ როგორ თამაშობს ბლოგერი "პოკემონ გოუს" ტაძარში. საქმეში ვკითხულობთ, რომ "ბრალდებულმა იესო ქრისტეს პოკემონის და ზომბების მახასიათებლები შესძინა".

აპრილის დასაწყისში სასამართლო პროცესზე მოწმედ ეკატერინბურგის მერი ევგენი როიზმანი გამოვიდა. მან განაცხადა, რომ ღიმილით უყურა ვიდეოს და რომ უფლის შეურაცხყოფა შეუძლებელია.

მომზადებულია rtvi.com-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"