ინდონეზიაში 146 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ინდონეზიაში 146 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ინდონეზიელი მამაკაცი 146 წლის ასაკში, ცენტრალურ იავაზე, საკუთარ სოფელში გარდაიცვალა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

მისი საბუთების მონაცემებით, სოდიმეჯო, რომელსაც მბა გჰოტოსაც უწოდებდნენ, 1870 წლის დეკემბერში დაიბადა.

ინდონეზიაში ადამიანების ოფიციალური რეგისტრაცია მხოლოდ 1900 წლიდან დაიწყო. შესაბამისად, დაბადების თარიღთან დაკავშირებული შეცდომები იშვიათობას არ წარმოადგენს. თუმცა, როგორც გამოცემას ადგილობრივმა ხელისუფლებამ განუცხადა, ამ მამაკაცის დაბადების თარიღი ავთენტურია.

მამაკაცი ჯანმრთელობის გაუარესების გამო 12 აპრილს საავადმყოფოში გადაიყვანეს, 6 დღის შემდეგ, მისი დაჟინებული მოთხოვნით, სახლში გაწერეს. ის სულ რამდენიმე კოვზ ფაფას და წყალს იღებდა, ბოლო დღეებში კი ჭამა აღარ შეეძლო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"