ევროპოლის ხელმძღვანელი - "ისლამური სახელმწიფო" საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის

ევროპოლის ხელმძღვანელი - "ისლამური სახელმწიფო" საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის

რადიკალური დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის. "როიტერის" ინფორმაციით, ამის შესახებ ევროპოლის დირექტორმა რობ უეინრაითმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალი მედია-პლატფორმა გამოვლინდა გასულ კვირას, ინტერნეტში ექსტრემიზის წინააღმდეგ ევროპილის სპეცოპერაციის შედეგად. "აღმოვაჩინეთ, რომ "ისლამური სახელმწიფო" ქმნის საკუთარ სოციალურ ქსელს, რომლის მეშვეობითაც რადიკალი ისლამისტები გეგმავენ საკუთარი იდეების წინ წამოწევას. ეს მოწმობს, რომ დაჯგუფების წევრები განაგრძობენ ინოვაციების გამოყენებას ვირტუალურ ქსელში", - განაცხადა უეინრაითმა ლონდონში უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე.

25-26 აპრილს ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ევროპოლის სპეციალისტებმა კოლეგებთან ერთად ბელგიიდან, საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან და აშშ-დან ექვს ენაზე 52 ონლაინ-პლატფორმაზე ორი ათასზე მეტი ექსტრემისტული შინაარსის მასალები გამოავლინეს და გაანადგურეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"