ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
შრიფტი
11:27 / 09-05-2017
როგორ გაიგეს მაკრონის მშობლებმა, რომ მათი 16 წლის ვაჟი 40 წლის მასწავლებელს ხვდებოდა - რას ამხელს პრეზიდენტის ბიოგრაფი
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრა პრეზიდენტია - ის 39 წლისაა. მაკრონი ჩრდილოეთ საფრანგეთში ქალაქ ამიენში, ექიმების ოჯახში დაიბადა.

სკოლის წლები მომავალმა პრეზიდენტმა იეზუიტურ კერძო სკოლაში გაატარა. პოლიტიკა მაკრონის მთავარი მიზანი არასდროს ყოფილა - ის მწერლობაზე ოცნებობდა, წერდა ლექსებსა და რომანებს ესპანელ კონკისტადორებზე. სკოლის დამთავრების მერე მაკრონმა სწავლა ფილოსოფიის ფაკულტეტზე გააგრძელა, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში კი პოლიტოლოგიაში მაგისტრის ხარისხი აიღო.

ემანუელ მაკრონის ახალ ბიოგრაფიულ წიგნში, რომელიც ანნე ფულდამ დაწერა, საუბარია იმაზე, თუ რა შოკი მიიღეს მშობლებმა, როცა 16 წლის ვაჟისა და 24 წლით უფროსი, დაქორწინებული მასწავლებლის ურთიერთობის შესახებ შეიტყვეს.

მომავალი პრეზიდენტი 15 წლის იყო, როდესაც მომავალ მეუღლეს, 39 წლის ბრიჯიტ ტრონიეს ლა პროვიდენსის სკოლაში შეხვდა. მაკრონის ბიოგრაფმა, ანნე ფულდამ მისი მშობლები ამ სკანდალური რომანის შესახებ აალაპარაკა. როგორც მათ გაამხილეს, თავდაპირველად ეგონათ, რომ მათი შვილი მასწავლებლის შვილს ხვდებოდა, სანამ ოჯახის მეგობარმა სიმართლე არ უთხრა. შოკირებულმა მშობლებმა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღეს - არასრულწლოვანი შვილი სკოლიდან გამოიყვანეს.

"ვერ დავიჯერეთ. რასაკვირველია მაშინ, როდესაც ემანუელი ბრიჯიტს შეხვდა, ვერ მოგვეწონებოდა ეს
გადაწყვეტილება" - ამბობს ემანუელის დედა ფრანსუაზა. პრეზიდენტის მამის, ჟან მიშელ მაკრონის თქმით, როცა ეს ამბავი გაიგო, "ლამის სკამიდან გადმოვარდა". შეშფოთებული მშობლები შეხვდნენ ბრიჯიტს და თხოვეს, მათი შვილისგან თავი შორს დაეჭირა, რაზეც ქალმა უპასუხა, რომ ვერაფერს დაპირდებოდა.

საფრანგეთის პირველმა ლედიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ მაკრონი 17 წლის ასაკში შეპირდა ცოლად შერთვას. "თავიდან ვერ მომიშორებ, დავბრუნდები და ცოლად მოგიყვან, ასე განმიცხადა" - იხსენებს ბრიჯიტი.

საბოლოოდ, წყვილი 2007 წელს დაქორწინდა, როდესაც მაკრონი 29 წლის, ბრიჯიტი კი 53 წლის იყო. თავის სამ გერს, ბრიჯიტის შვილებს ქორწინებისას ემანუელმა მადლობა გადაუხადა, რომ მათი "არც ისე ჩვეულებრივი წყვილი მიიღეს".

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით
11:14 / 15-06-2017
nani
0
ეს არის პათოლოგია.არასერიოზული ადამიანი ქვეყნის ჩაბარება სახიფათოა ამისთვის.
16:21 / 31-05-2017
DUDA
0
სიყვარულს რას გაუგებ ჩემო ოლღა,ისე,საინტერესოა ოლღა რამდენი წლით იყო უფროსი ზურიკელას მასწავლებელზე ჰაააა
მსგავსი სიახლეები
+VIDEO| "მე ბებია-ბაბუამ გამზარდეს და მათ ასეთი ფორმულა ჰქონდათ: წითელი ღვინო არის ანტიოქსიდანტი"
ამჯერად თქვენს ყურადღებას ბრიჟიტის ჩაცმის სტილზე მივაპყრობთ
ინტერნეტში ფოტომ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია
პოლიტიკა მაკრონის მთავარი მიზანი არასდროს ყოფილა - ის მწერლობაზე ოცნებობდა
პრემიერი "ტვიტერში" ულოცავს გამარჯვებას მაკრონს
"მე მას წარმატება ვუსურვე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეისოდ"
"მსურს გულითადად მოგილოცოთ საფრანგეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება"
ფრანსუა მიტერანს ორმაგი "ოჯახური ცხოვრება" ჰქონდა, მაშინ როცა, მის მეუღლესაც რომანი ჰქონდა გაჩაღებული
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:55 / 20-07-2017  Image Linkin Park-ის სოლისტმა თავი მოიკლა
ჩესტერ ბენინგტონი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს
16:11 / 20-07-2017  Image ქართველმა "ფორტეპიანოს ბიონსემ" ორლანდო ბლუმი მოხიბლა - რას წერს რუსული პრესა ხატია ბუნიათიშვილზე
ამბობენ, რომ Coldplay-ის სოლისტმა, კრის მარტინმა გააცნო ბლუმს ბუნიათიშვილი
22:27 / 10-03-2017  Image თუ ყავას ყოველ დილით მიირთმევთ, ეს აუცილებლად დაგაინტერესებთ
ბევრისთვის დღის ყავით დაწყება ერთგვარი რიტუალია...
12:59 / 20-07-2017  Image თბილისში იაგუარ-ლენდ როვერის განახლებული ავტოსალონი გაიხსნა
თბილისში კომპანია „ჯითი მოტორსმა“ “იაგუარ-ლენდ როვერის” განახლებული ავტოსალონი ოფიციალურად გახსნა
13:28 / 20-07-2017  Image 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდება
"მეგობრები და ლექტორები ამბობენ, რომ ძალიან წესიერი ბავშვი იყო"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49