კიდევ ერთი რამ, რაც ემანუელ მაკრონზე არ იცოდით...

კიდევ ერთი რამ, რაც ემანუელ მაკრონზე არ იცოდით...

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია - ის 39 წლისაა. ევროპა თანდათან იხიბლება ქარიზმატული, სიმპათიური, ახალგაზრდა ლიდერით, რომელსაც ძალიან საინტერესო წარსული აქვს.

მაკრონი ჩრდილოეთ საფრანგეთში ქალაქ ამიენში, ექიმების ოჯახში დაიბადა. სკოლის წლები მომავალმა პრეზიდენტმა იეზუიტურ კერძო სკოლაში გაატარა. პოლიტიკა მაკრონის მთავარი მიზანი არასდროს ყოფილა - ის მწერლობაზე ოცნებობდა, წერდა ლექსებსა და რომანებს ესპანელ კონკისტადორებზე. სკოლის დამთავრების მერე მაკრონმა სწავლა ფილოსოფიის ფაკულტეტზე გააგრძელა, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში კი პოლიტოლოგიაში მაგისტრის ხარისხი აიღო.

კიდევ ერთი რამ, რაც ახლადარჩეულ პრეზიდენტზე არ იცოდით, ფრანგულ რადიოგადაცემაში გახდა ცნობილი... ირკვევა, რომ ემანუელ მაკრონი მოყვარული პიანისტი ყოფილა. რადიო "ევროპა 1"-ში გავიდა გადაცემა სახელწოდებით "ის რაც არ იცოდით ემანუელ მაკრონის შესახებ", სადაც გარდა პიანისტობისა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი კარაოკეს დიდი მოყვარულიცაა. რადიო გადაცემაში ამბობენ, რომ მაკრონი პიანინოზე დაკვრას ათი წლის მანძილზე სწავლობდა მუსიკალურ კონსერვატორიაში, სადაც მესამე ადგილოსანი ჯილდოც კი მოიპოვა.

ერთი თვის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ახალგაზრდა ლიდერმა განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით დაუბრუნდებოდა დაკვრას, დრო რომ ჰქონდეს, ამასთან დაამატა, რომ მისი საყვარელი კომპოზიტორები რობერტ შუმანი და ლისტი არიან.

მაკრონის ბიოგრაფის, ანნე ფულდას ინფორმაციით, პრეზიდენტის მეუღლემ ბრიჯიტმა ასე გაიხსენა პერიოდი, როცა მას სკოლაში ასწავლიდა: "მეგონა, თითქოს მოცარტთან ვმუშაობდი..."

მომზადებულია npr.org-ს მიხედვით

წაიკითხეთ: როგორ გაიგეს მაკრონის მშობლებმა, რომ მათი 16 წლის ვაჟი 40 წლის მასწავლებელს ხვდებოდა - რას ამხელს პრეზიდენტის ბიოგრაფი

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"