"შარლი ებდოს" სექსისტური შარჟი ემანუელ მაკრონის მეუღლეზე

"შარლი ებდოს" სექსისტური შარჟი ემანუელ მაკრონის მეუღლეზე

საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მეუღლე ბრიჯიტ მაკრონზე სატირულმა გამოცემა "შარლი ებდომ" შარჟი შექმნა, რომლის გამოც გამოცემა სექსისტურ დამოკიდებულებში დაადანაშაულეს.

"შარლი ებდოს" ამ კვირის ნომრის გარეკანზე პრეზიდენტ მაკრონს ორსული ცოლის მუცელზე უდევს ხელი. "მას სასწაულების მოხდენა შეუძლია" - ასეთი სათაური აქვს კარიკატურას.

ადვილი მისახვედრია, რომ სათაური ეხმიანება არა მხოლოდ მაკრონის პოლიტიკას, არამედ იმ ფაქტს, რომ მისი ცოლი იმ ასაკშია, როდესაც დაორსულება სასწაულის კატეგორიაში განიხილება. ინტერნეტში ფოტომ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

შეგახსენებთ, 39 წლის ემანუელ მაკრონი და 63 წლის ბრიჯიტ ტრონიე 10 წელია დაქორწინებული არიან. მათ საერთო შვილი არ ჰყავთ, ბრიჯიტს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი და შვილიშვილები ჰყავს.

მომზადებულია thelocal.fr-ს მიხედვით

წაიკითხეთ: როგორ გაიგეს მაკრონის მშობლებმა, რომ მათი 16 წლის ვაჟი 40 წლის მასწავლებელს ხვდებოდა - რას ამხელს პრეზიდენტის ბიოგრაფი

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიის სკოლიდან 80-ზე მეტი მოსწავლე და 5 მასწავლებელი გაიტაცეს

მილიარდერი პუტინი, მილიონერი ერდოღანი და ალიევი - რა ქონებას ფლობენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ლიდერები

კიმ ჩენ ინმა წონაში დაიკლო - ჯანმრთელობის პრობლემები, თუ ჯანსაღი ცხოვრების წესი? - რას უკავშირებენ ექსპერტები დიქტატორის ამგვარ ცვლილებას (ფოტოები)