იანოშ ჰერმანი - შრომის ინსპექციის შექმნა არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო

იანოშ ჰერმანი - შრომის ინსპექციის შექმნა არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს შრომის ინსპექციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განუცხადა.

"შრომის ინსპექციის შექმნა არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო. ეს ვალდებულება გამომდინარეობს არა მარტო ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან, არამე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებიდან. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი არაერთხელ პრაქტიკულად ყველასთან: მთავრობასთან, ბიზნესთან, სავაჭრო გაერთიანებებთან. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მე მესმის, რომ გარკვეული პროგრესი ამ მიმართულებით სახეზეა და ისიც მესმის, რომ ერთ დღეში ეს ვერ განხორციელდება",- განაცხადა იანოშ ჰერმანმა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეტაპობრივად, შრომის ინსპექცია სრულფასოვნად ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ შრომის ინსპექციის ეფექტურობის საკითხი გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"