იური ლუჟკოვი საქართველოს ხელისუფლების განცხადებას უგუნურ და გაუგებარ ქმედებას უწოდებს

იური ლუჟკოვი საქართველოს ხელისუფლების განცხადებას უგუნურ და გაუგებარ ქმედებას უწოდებს

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას "შავ სიაში" მის ჩასმასთან დაკავშირებით და ამას უგუნურ და გაუგებარ ქმედებას უწოდებს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

"ეს მიმაჩნია აბსოლუტურად უგუნურ და გაუგებარ გადაწყვეტილებად. ჩვეულებრივ, ასეთი სახის გადაწყვეტილებები ჩნდება რაღაც ქმედებების შემდეგ, რომლებიც მიმართულია საქართველოს ან რომელიმე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მე საქართველოში ვიყავი, როგორც ტურისტი. ტურისტულ ჯგუფში ჩვენი მგზავრობა გაფორმებული იყო ქართული ტურისტული სააგენტოს მეშვეობით", - განუცხადა სააგენტოს ლუჟკოვმა.

საქართველოს შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და ის საქართველოში ვეღარ შემოვა. ამის შესახებ ხუციშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში განუცხადა. "ამ ეტაზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში. ჩვენ შევიყვანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ შემოვა", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"