დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი გააფრთხილა

დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი გააფრთხილა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი "ტვიტერის" პირად გვერდზე გააფრთხილა.

"ჯეიმს კომიმ სჯობს იმედი იქონიოს, რომ ჩვენი საუბრების ჩანაწერები არ არსებობდეს და მედიაში არ გავრცელდეს", - დაწერა "ტვიტერის" პირად გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტმა.

10 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს შეატყობინა, რომ მან აშშ-ის იუსტიციის მინისტრისგან და მისი პირველი მოადგილისგან ერთნაირი რეკომენდაცია მიიღო - ჯეიმს კომი თანამდებობიდან გასათავისუფლებელია.

"მე მივიღე მათი რეკომენდაციები და აქედან გამომდინარე, თქვენ გათავისუფლებთ აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოვალეობის შესრულებისგან", - ნათქვამია დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაში.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"