თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

თურქეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა

თურქეთში, მუღლას პროვინციაში, ავარიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ თურქული გამოცემა Hurryiet იუწყება.

ავარიის დროს ავტობუსში 31 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა დიდი ნაწილი ქალები და ბავშვებია.

მუღლას პროვინციის გუბერნატორის, ამირ ჩიჩეკის განცხადებით, ავტობუსში უცხოელი ტურისტები არ იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გზის ერთ-ერთ საშიშ მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდიდან გადავარდა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

ნახეთ: თურქეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"