ემანუელ მაკრონი პრეზიდენტის ფუნქციის შესრულებას შეუდგა

ემანუელ მაკრონი პრეზიდენტის ფუნქციის შესრულებას შეუდგა

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის პრეზიდენტის ფუნქციის შესრულებას შეუდგა, ფრანსუა ოლანდმა მას ხელისუფლება ოფიციალურად გადააბარა და ელისეს სასახლე დატოვა.

ემანუელ მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საკუთარ მანდატს საფრანგეთის საერთაშორისო პოზიციის აღდგენისთვის გამოიყენებს. "საფრანგეთი წარმატებულია მაშინ, როდესაც ის ყვავის, საფრანგეთი იქნება მისაბაძი მთელი მსოფლიოსთვის, თუ სამაგალითო იქნება. ფრანგ ხალხს მომავლის წყურვილს და მათი წარმომავლობის გამო სიამაყეს დავუბრუნებთ", - აღნიშნა ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა.

ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საფრანგეთის სიტყვას მთელი მსოფლიო მიაქცევს ყურადღებას. "ჩვენ ერთად დავამარცხებთ ჩვენს შიშს. ჩვენ ერთად ვიქნებით სამაგალითოები იმ ადამიანებისთის, ვისაც სურს დაიცვას საკუთარი ღირებულებები, პრინციპები, დემოკრატია და რესპუბლიკა. მსოფლიოს სჭირდება ის, რასაც ფრანგები მათ ყოველთვის ასწავლიდნენ. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საფრანგეთს საკუთარ ძალებში ეჭვი შეეპარა. თუმცა მსოფლიოს და ევროპას საფრანგეთი სჭირდება ისე, როგორც არასდროს. ჩემს მანდატს გამოვიყენებ საფრანგეთისთვის თვითრწმენის დაბრუნებაში", - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია ელისეს სასახლეში გაიმართა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"