ევროპოლი ხვალ კიდევ უფრო მასშტაბური კიბერთავდასხმის მოლოდინშია

ევროპოლი ხვალ კიდევ უფრო მასშტაბური კიბერთავდასხმის მოლოდინშია

პარასკევს განხორციელებული მსშტაბური კიბერშეტევის შედეგად, 150 ქვეყნის 200 ათასი ობიქტი დაზარალდა. აღნიშნული განცხადება ევროპოლის დირექტორმა რობ ვეინრაითმა გააკეთა.

ბრიტანულ ITV-სთან საუბარში ევროპოლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მსოფლიო მზარდი საფრთხის წინაშეა. ვეინრაითმა არ გამორიცხა, რომ ორშაბათს შესაძლოა კიდევ უფრო მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდეს.

ვირუსმა, რომელიც პარასკევს გავრცელდა, მომხმარებელთა ფაილებზე კონტროლი მოიპოვა. ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებს შორის რუსეთი და გაერთიანებული სამეფო აღმოჩნდნენ.

უსაფრთხოების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ შემდგომი თავდასხმა გარდაუვალია და ვერ შეაჩერებენ.

წაიკითხეთ ასევე: 150-მდე კიბერთავდასხმა ერთ დღეში - ვინ დგას ჰაკერული ომების უკან და უმსხვილესი კიბერშეტევის მაგალითები მსოფლიოში

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"