საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად ედუარ ფილიპი დაინიშნა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრად ედუარ ფილიპი დაინიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ედუარ ფილიპი დანიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ელისეს სასახლის გენერალურმა მდივანმა ალექსის კოლერმა გააკეთა.

ედუარ ფილიპი ქალაქ ჰავრის მერი და "რესპუბლიკელების პარტიის" დეპუტატია.

აღსანიშნავია, რომ "რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო პრაიმერიზზე ის მხარს ალენ ჟუპეს უჭერდა.

ხვალ საფრანგეთის პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაასახელებს.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ემანუელ მაკრონის მთავრობა ახალმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 11 ივნისს, ხოლო მეორე ტური 18 ივნისს გაიმართება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"