ვლადიმერ პუტინი - Microsoft-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ამ ვირუსის პირველადი წყარო აშშ-ის სპეცსამსახურებია, რუსეთს ამასთან კავშირი არ აქვს

ვლადიმერ პუტინი - Microsoft-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ამ ვირუსის პირველადი წყარო აშშ-ის სპეცსამსახურებია, რუსეთს ამასთან კავშირი არ აქვს

გლობალური მასშტაბით ჰაკერული შეტევები შეშფოთებას იწვევს. უახლესი კიბერშეტევის პირველადი ვირუსის წყარო აშშ-ა და უცნაურია რუსეთზე გაკეთებული მინიშნებები, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე.

"მთლიანობაში ჰაკერული შეტევები შეშფოთებას იწვევს. ამაში კარგი არაფერია. რაც შეეხება ამ საფრთხის წყაროს, ჩემი აზრით, Microsoft-ის ხელმძღვანელობამ პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ვირუსის პირველადი წყარო აშშ-ის სპეცსამსახურებია. რუსეთს ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

"სხვათა შორის, ეს კარგად ასახავს რეალობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომ დამნაშავეებს ყოველთვის იქ ეძებენ, სადაც არ არიან", - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.

12 მაისს გლობალური მასშტაბით საავადმყოფოები, მსხვილი კომპანიები და სამთავრობო უწყებები მასიური კიბერშეტევების ობიექტები გახდნენ. კიბერუსაფრთხოების ფირმა Avast-მა მსოფლიოს 99 ქვეყანაში 75 000 კიბერშეტევა გამოავლინა.

ჰაკერების მიერ გამოყენებული პროგრამა "WannaCry" დავირუსებულ კომპიუტერზე ყველა ფაილების ფუნქციონალურ შესაძლებლობებს ზღუდავს და კომპიუტერის ადმინისტრატორს წვდომის აღსადგენად თანხის გადახდას სთხოვს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"