ეკვადორის პოლიციამ 250 მლნ დოლარის ღირებულების 6 ტონამდე კოკაინი ამოიღო

ეკვადორის პოლიციამ 250 მლნ დოლარის ღირებულების 6 ტონამდე კოკაინი ამოიღო

ეკვადორის პოლიციამ 5,53 ტონა კოკაინი ამოიღო, რომლის საბაზრო ღირებულება 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ეკვადორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ნარკოტიკი ევროპული ბაზრისთვის იყო გათვალისწინებული.

სპეცოპერაცია 12 მაისს განხორციელდა. კოკაინის პარტია სატვირთო გემზე იყო, რომელიც ეკვადორის პორტ ლა ლიბერტადიდან ესპანეთის მიმართულებით გავიდა.

ხომალდის დაკავება წყნარ ოკეანეში მოხდა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, გემის პირადი შემადგენლობა დაკავებულია, მათ შორის ესპანეთისა და კოლუმბიის მოქალაქეები, რომლებიც დანაშაულებრივ სინდიკატს ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ვიდეო

"ქალები ძალადობაზე არ ჩივიან, თუ მამაკაცი სიმპათიურია" - ეკვადორის პრეზიდენტმა სექსისტური განცხადების გამო ბოდიში მოიხადა

რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა, ჰონგ-კონგში კი, ჩინეთთან საზღვრის სრულად ჩაკეტვის მოთხოვნით, ექიმები გაიფიცნენ

კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 361-ს მიაღწია - უახლესი ცნობები ჩინეთიდან