დემოკრატმა კონგრესმენმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა

დემოკრატმა კონგრესმენმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა

დემოკრატი კონგრესმენი ტეხასიდან ელ გრინი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნით გამოდის. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" იუწყება. ის კონგრესის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი ოფიციალურად მოითხოვა.

"ეს ჩემი პოზიციაა. ეს არის, რისიც მჯერა და ამას კატეგორიულად მოვითხოვ. მე არ დავთმობ. პრეზიდენტს იმპიჩმენტი უნდა გამოეცხადოს", - განაცხადა გრინმა კონგრესში გამოსვლისას.

მისივე თქმით, იმპიჩმენტი არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი დამნაშავედ იქნება ცნობილი. "ეს ნიშნავს, რომ წარმომადგენლობითი პალატა პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებებს წამოაყენებს. ეს უფრო ჰგავს საბრალდებო დასკვნას, მაგრამ იგივე არ არის", - განმარტა კონგრესმენმა.

სამშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპმა თებერვალში დაზვერვის ფედერალური ბიუროს მაშინდელ დირექტორს, ჯეიმს კოიდის სთხოვა, მისი ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის წინააღმდეგ გამოძიება შეეწყვიტა, რასაც კრიტიკოსებმა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა უწოდეს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"