თაიმს სქვერზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა - გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 20-მდე ადამიანი

თაიმს სქვერზე ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა - გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 20-მდე ადამიანი

ბოლო ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-მდე დაშავდა ნიუ-იორკის ცენტრალურ მოედანზე, თაიმს სქვერზე, ტროტუარზე ავტომანქანის შევარდნის შედეგად, რომელიც ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.

cbsnews-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკის პორლიციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ავარია, როგორც ჩანს, ტერაქტს არ უკავშირდება.

ავტომობილის მძღოლი, 26 წლის მამაკაცი დაკავებულია. ის არაერთხელ არის დაკავებული ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის.

ცოტა ხნის წინ თეთრი სახლის პრესმდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკში მომხდარ ინციდენტზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"