ბაღდადში ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

ბაღდადში ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა

ერაყის დედაქალაქში, ბაღდადში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 18 კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი Al Sumaria იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველი აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველებმა ტერორისტი შესამოწმებლად გააჩერეს. მეორე თვითმკვლელმა ტერორისტმა კი თავი პოლიციის განყოფილებასთან აიფეთქა.

როგორც ბაღდადის პროვინციის ოპერაციების შტაბში აღნიშნეს, ერაყის დაზვერვამ იცოდა, რომ მზადდებოდა თავდასხმა. აქედან გამომდინარე, გამშვებ პუნქტებზე გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები.

აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"