ჯო ბაიდენი - არასოდეს მივიჩნევდი, რომ ჰილარი კლინტონი კარგი საპრეზიდენტო კანდიდატია, ჩემს თავს მივიჩნევდი კარგ კანდიდატად

ჯო ბაიდენი - არასოდეს მივიჩნევდი, რომ ჰილარი კლინტონი კარგი საპრეზიდენტო კანდიდატია, ჩემს თავს მივიჩნევდი კარგ კანდიდატად

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "დემოკრატების" ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ჰილარი კლინტონი ლას ვეგასში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა.

აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია CNN იუწყება.

"არასოდეს მივიჩნევდი, რომ ჰილარი კლინტონი კარგი კანდიდატია. ჩემს თავს მივიჩნევდი კარგ კანდიდატად", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

"არავინ უნდა გამოაცხადოს საპრეზიდენტო ამბიციები თუ მართლაც არ სჯერა, რომ ქვეყნის ისტორიის გარკვეულ მომენტში ყველაზე კვალიფიცირებული პირია, რათა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს გაუმკლავდეს", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

მიუხედავად ამ კრიტიკისა, ბაიდენმა დასძინა, რომ "ჰილარი კლინტონი მაინც კარგი პრეზიდენტი იქნებოდა".

მისივე თქმით, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შეძლებდა მონაწილეობის მიღებას, თუმცა, სავარაუდოდ, ამას არ გააკეთებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"