ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ არჩევნებში გაიმარჯვა

ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ არჩევნებში გაიმარჯვა

ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ ირანის საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. ირანის შს სამინისტროს ცნობით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ამომრჩეველთა ხმების 57% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა ებრაჰიმ რაისიმ კი - 38,5%.

პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 50%-ზე მეტი ხმები უნდა მიეღო.

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ირანის მოქმედი პრეზიდენტი ჰასან რუჰანი, ირანის ყოფილი გენერალური პროკურორი ებრაჰიმ რაისი, კულტურის ყოფილი მინისტრი მოსტაფა აღა მირსალიმი და მრეწველობის ყოფილი მინისტრი მოსტაფა ჰაშემი თაბა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"