მომაკვდინებელი "თამაში", რომელსაც ევროპაში თინეიჯერები ეწირებიან

მომაკვდინებელი "თამაში", რომელსაც ევროპაში თინეიჯერები ეწირებიან

ლურჯი ვეშაპი - ასე ქვია ახალ "თამაშს", რომელიც ბოლო პერიოდში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იკიდებს ფეხს. ბრიტანული მედია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ვირუსული გამოწვევა, რომელსაც რუსეთში 130 ახალგაზრდის სიკვდილს უკავშირებენ, დიდ ბრიტანეთშიც ვრცელდება. როგორც გამოცემა express.co.uk წერს, "თამაშის" მიზანია, ჩაითრიოს სუსტი ფსიქიკის ახალგაზრდები და მათ თვითმკვლელობისკენ უბიძგოს.

სოციალურ მედიაში ათასობით პოსტია ამ ავადმყოფურ თამაშთან დაკავშირებით. თამაშის წესებით, ახალგაზრდებს ეძლევათ ჯგუფის ადმინისტრატორისგან დავალებები, რომელიც მათ 50 დღის ვადაში უნდა შეასრულონ. ეს დავალებები მოიცავს ისეთ ჩვეულებრივ საქმიანობას, როგორიცაა საშინელებათა ფილმის ყურება, ან დილით ადრე გაღვიძება, თუმცა ეტაპობრივად "დავალებები" რთულდება.

დროთა განმავლობაში, როცა დავალებები რთულდება ჯგუფის ადმინისტრატორები მოზარდებს თვითდაზიანებების მიყენებას ავალებენ. 50-ე დღეს კი მათ სუიციდისკენ მოუწოდებენ.

როგორც ბრიტანეთის ბავშვთა ძალადობის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, მშობლებმა მაქსიმალურად უნდა გააკონტროლონ შვილების ახალი "გატაცება", გაესაუბრონ მათ და აუხსნან, რომ არ მოექცნენ სხვისი გავლენის ქვეშ, ისწავლონ უარის თქმა მაშინ, როცა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ რაიმეს გაკეთებას ავალებენ.

რუსული "ნოვაია გაზეტა" იუწყება, რომ 2015 წლის ნოემბრიდან 2016 წლის აპრილის ჩათვლით ბავშვთა თვითმკვლელობის 130 ფაქტის შესახებ მოიძიეს მასალები და გაზეთის ინფორმაციით, ამ ბავშვების უმრავლესობა ზემოთხსენებული ინტერნეტჯგუფების წევრები იყვნენ.

ევროპაში, სოციალურ მედიაში აქტიურად აფრთხილებენ ინტერნეტმომხმარებლებს, დაუპირისპირდნენ ამ მომაკვდინებელ თამაშში მოზარდების მონაწილეობას.

მას შემდეგ, რაც "ინსტაგრამზე" "თამაშმა" მასობრივი სახე მიიღო, სოციალურმა ქსელმა გაამკაცრა წესები და ამ სიტყვების კომბინაციის ძებნის დროს ინფორმაციაზე შეზღუდვები დააწესა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"