მილიონობით ყალბი ანგარიში "ფეისბუქში" - რას მოითხოვენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები სოციალური ქსელისგან?

მილიონობით ყალბი ანგარიში "ფეისბუქში" - რას მოითხოვენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები სოციალური ქსელისგან?

Facebook-ში გავრცელებულ ინფორმაციას უდიდესი გავლენა აქვს ადამიანების პირად ცხოვრებაზე, მათ სურვილებსა და არჩევანზე. ის ზემოქმედებს ადამიანის პოლიტიკურ არჩევანზეც კი. ამის ნათელი მაგალითია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნები. დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ Facebook-მა აღიარა, რომ ნაწილობრივ ისიც იღებდა პასუხისმგებლობას ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო.

ცრუ ინფორმაციაში იგულისხმებოდა ცნობა იმის შესახებ, რომ პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა იარაღი მიყიდა ISIS-ის, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სიცრუის მიუხედავად, ეს ნიუსი საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეებში უფრო სწრაფად და ფართოდ გავრცელდა, ვიდრე ჭეშმარიტი ინფორმაცია და მან ამერიკელი ამომრჩევლების არჩევანზე დიდი გავლენა იქონია.

ეს არაა ერთადერთი შემთხვევა, როდესაც Facebook-ზე გავრცელებულმა ცრუ ინფორმაციამ მიმდინარე მოვლენებზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. ამიტომაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები პირდაპირ მოითხოვენ Facebook-ისგან, რომ ქსელი ყალბი ანგარიშებისგან გაწმინდოს. ასე მოხდა საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.

თავად სოციალურმა ქსელმა მართლაც გააძლიერა ბრძოლა ყალბი ნიუსების გავრცელების წინააღმდეგ. 2017 წლის აპრილში, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, სოციალურმა ქსელმა საფრანგეთში 30 000 პროფილი დააჯარიმა, რადგან ისინი ავრცელებდნენ სპამს, ცრუ და მცდარ ინფორმაციას. სოციალური ქსელი ცდილობს გამოავლინოს და დაბლოკოს საეჭვო აქტივობები, მათ შორის ყალბი მოწონებები.

მართალია, ყალბი ინფორმაციის გავრცელებას მიზნის მისაღწევად ბევრი კომპანია მიმართავს, მაგრამ ეს უკვე იმდენად დიდი პრობლემაა, რომ თავად სოციალური ქსელის გარდა, მსოფლიოს გიგანტებიც იბრძვიან მის წინააღმდეგ. USA TODAY-მ, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი წამყვანი მედიასაშუალებაა, FBI-ის მიმართა, გამოეძიებინა და გამოევლინა Facebook-ის ყალბი ანგარიშები. შედეგად, აპრილში გამოვლინდა მილიონობით ყალბი ანგარიში, რომლებიც USA TODAY-ს და სხვა მედია გამოცემების ფოლოვერები იყვნენ. კონკრეტულად USA TODAY-ს 15.2 მილიონი ფოლოვერი 9,5-მდე შემცირდა. აღმოჩნდა, რომ 6 მილიონი ყალბი იყო.

USA TODAY-ს ყალბ ფოლოვერებს შორის განსაკუთრებით საინტერესო იყო გვერდი, რომელსაც ერქვა "13459u2 34ltijsre" და მას 4 000 ფოლოვერი ყავდა. როგორც აღმოჩნდა, 4 000-ვე პროფილი ყალბი იყო და ისინი ერთმანეთის მეგობრებიც იყვნენ. სწორედ ამ სქემით მუშაობენ ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ახდენენ.

რა სქემითაც უნდა მუშაობდნენ ყალბი ანგარიშების შემქმნელები, ცრუ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, მათი ძირითადი მიზანი ფულის გამომუშავებაა. ისინი ხშირად გზავნიან დავირუსებულ ლინკებს, ყიდიან გარკვეულ პროდუქციას ან სხვადასხვა მიზნით აგროვებენ ფულს.

Facebook-ისთვის ეს არ იყო ყალბი ანგარიშების გამოვლენის ერთადერთი მცდელობა. კომპანიის განცხადებით, ისინი ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ. განსაკუთრებით კი ისეთი ანგარიშების გამოვლენაზე არიან ორიენტირებული, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიის გვერდზე სპამ კომენტარებს ტოვებენ.

წაიკითხეთ ვრცლად

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"