დონალდ ტრამპის მონაწილეობით ნატოს ახალი შტაბ-ბინის გახსნისას უხერხული ინციდენტი მოხდა

დონალდ ტრამპის მონაწილეობით ნატოს ახალი შტაბ-ბინის გახსნისას უხერხული ინციდენტი მოხდა

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბელგიაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა მედიის ყურადღების ეპიცენტრში უხერხული ინციდენტის გამო.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნატოს ახალი შტაბ-ბინის გახსნის ცერემონიაზე ამერიკის პრეზიდენტმა საკმაოდ უხეშად გაწია გვერდით მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი იმისთვის, რომ ყველა ლიდერის წინ აღმოჩენილიყო და ნატოს გენერალური მდივნის გვერდით დამდგარიყო.

ჯუკანოვიჩმა მომხდარი ღიმილით აღიქვა. თუმცა, დონალდ ტრამპს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

მონტენეგრო 2017 წლის 5 ივნისს ნატოს ოფიციალური, 29-ე წევრი ხდება.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"