"პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად

"პირველი ჯენტლმენი" - ლუქსემბურგის გეი პრემიერის მეუღლე მსოფლიო ლიდერების ცოლებთან ერთად

ბრიუსელში ნატო-ს ლიდერების შეხვედრა გაიმართა. ამასთან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალ შტაბბინაში გადასვლა აღინიშნა. მსოფლიო ლიდერებთან ერთად, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ღონისძიებაზე დასასწრებად ბრიუსელში მათი მეორე ნახევრებიც ჩავიდნენ.

ერთმანეთის გვერდიგვერდ ფოტოებში დონალდ ტრამპის მეუღლე მელანია, საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მეუღლე ბრიჯიტი, ასევე თურქეთის პრემიერის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის მეუღლე და მსოფლიოს სხვა ქვეყნების პირველი ლედები აღმოჩნდნენ. მათთან ერთად ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო ლუქსემბურგის პირველმა ჯენტლმენმაც - გოტიე დესეტნემ.

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ქსავიე ბეტელი ერთსქესიან ქორწინებაში 2015 წლიდან იმყოფება. ბეტელის რჩეული 38 წლის ბელგიელი არქიტექტორი, გოტიე დესეტნეა.

მსოფლიო ლიდერების მეუღლეები ერთად იმყოფებოდნენ სამეფო სასახლეში, მაგრიტის მუზეუმსა და ბელგიური მოდის ბრენდის მაღაზიაში.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"