ბარაკ ობამას ბერლინში ოვაციებით შეხვდნენ

ბარაკ ობამას ბერლინში ოვაციებით შეხვდნენ

ბერლინში, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას გამოჩენას ადგილობრივი მოსახლეობა აღფრთოვანებით შეხვდა. ამერიკის ექსპრეზიდენტი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად საჯარო დებატებში მონაწილეობდა.

ობამა და მერკელი ბრანდენბურგის კარიბჭესთან იმყოფებოდნენ, სადაც ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რათა პროტესტანტული ეკლესიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა.

გერმანიის დედაქალაქში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების შედეგად მობილიზებული იყვნენ ვერტმფრენები და სნაიპერები. ობამამ მერკელის განხორციელებული "მნიშვნელოვანი საქმეების" გამო აღფრთოვანება გამოხატა და აღნიშნა, რომ მის ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებს მიესალმება. მისივე თქმით, ის და გერმანიის ლიდერი ამისთვის დიდი ხნის განმავლობაში ერთობლივად იბრძოდნენ.

"იმ ახალ რეალობაში, სადაც ახლა ვცხოვრობთ, იზოლაცია და დამალვა შეუძლებელია, ისევე, როგორც შეუძლებელია კედლის უკან დამალვა", - განაცხადა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა გერმანიაში ვიზიტისას.

მზარდ ნაციონალისტურ განწყობებსა და ქსენოფობიაზე საუბრისას ობამამ აღნიშნა, - "უნდა შესუსტდეს ისეთი ტენდენციები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევას, დემოკრატიის შეზღუდვასა და ინდივიდუალური თავისუფლებების აკრძალვას გამოიწვევს".

"უფლისთვის იმ ბავშვის სიცოცხლე, რომელიც საზღვრის მეორე მხარესაა, არანაკლებ ძვირფასია, ვიდრე ჩვენი შვილების სიცოცხლე. მათ წარმომავლობის მიხედვით ვერ განვასხვავებთ, ამიტომაც ვცდილობდით ემიგრანტებისთვის შესაძლებლობების მიცემასა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ არსებულ ვალდებულებებს შორის ბალანსის პოვნას" - განაცხადა ობამამ. მის სიტყვებს იქ შეკრებილთა აპლოდისმენტები მოჰყვა. მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი, ასევე დემოკრატიის შემზღუდველი ტენდენციების წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"