ეგვიპტეში ქრისტიანებზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ეგვიპტეში ქრისტიანებზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფათახ ას-სისიმ ქრისტიან კოპტებზე დღევანდელი თავდასხმის საქმეზე გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა მთავრობას და სამთავრობო სტრუქტურებს დაავალა, განსაკუთრებულად გააკონტროლონ აღნიშნული საქმე და დაუყოვნებლივ ჩაუტარდეთ სათანადო დახმარება ტერაქტის შედეგად დაშავებულებს და დაღუპულთა ოჯახებს. პრეზიდენტი მუდმივ რეჟიმში აკვირდება მოვლენათა განვითარებას და გამოძიების მსვლელობას.

ბოლო ინფორმაციით, ეგვიპტეში, ელ-მინიას პროვინციაში სალოცავად მიმავალი ქრისტიანების ავტობუსებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი - 35-მდე.

დაღუპულთა უმრავლესობა ბავშვებია. ერთ-ერთ ავტობუსში ორმოცამდე ბავშვი იმყოფებოდა, ხოლო მეორე ავტობუსში - უფროსები.

თავდამსხმელებმა ავტობუსს ცეცხლი ორი მანქანიდან გაუხსნეს. თავდასხმა ათამდე "ბოევიკმა" განახორციელა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"